მტაცებელები - საფრთხე მოსახლეობისთვის

21 აპრილი 2017, 00:00 4580 ნახვა

დათვების შემდეგ, მაღალმთიან აჭარაში თავს მგლების თავდასხმისგან იცავენ. ბოლო შემთხვევა 2 დღის წინ დაფიქსირდა, სოფელ ყინჩაურში, დღის 4 საათზე მგელმა, საცხოვრებელი სახლებიდან 100 მეტრზე, პირუტყვი დახოცა. აქ დათვის ნაკვალევიც შეინიშნება. გამგეობას არ აქვს პროგრამა, რომელიც მსგავს შემთხვევაში მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემას ითვალისწინებს. ერთადერთი რაც ადგილობრივებს შეუძლიათ, გარემოს დაცვის სამინისტროს რეკომენდაციის გათვალისწინებაა, მათ უფლება აქვთ თავდასხმის შემთხვევაში მტაცებელი ცხოველი მოკვლან

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი