მუსლიმთა ფორუმი ბათუმში

20 აპრილი 2017, 00:00 4124 ნახვა

მუსლიმანური სამყარო დღეს მუჰამედ შუამავლის დაბადებიდან ათას ოთხას ორმოცდაექვსი წელი გავიდა. თარიღს ყოველწლიურად აღნიშნავენ ქართველი მუსლიმებიც. ღონისძიება დღეს ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების ცენტრში ყურანის კითხვით გაიხსნა.  მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა  შუამავლის ცხოვრებაზე, მოღვაწეობასა  და სწავლებაზე  ისაუბრეს. დღესვე გამოვლინდებიან შუამავალისადმი მიძღვნილ კონკურსში გამარჯვებულები. ხვალ, სრულიად   საქართველოს მუსლიმთა სამმართველო გამართავს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას სახელწოდებით ,,თანამედროვეობა და ისლამი“.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი