აჭარაში ქარმა მანქანები და სახლები დააზიანა

19 აპრილი 2017, 00:00 2275 ნახვა

აჭარაში ქარის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. სტიქიამ მოსახლეობა დააზარალა, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები და ავტომანქანები. ქარმა მრავალწლოვანი ხეები  და განათების ბოძები წააქცია. მოქალაქეები არ დაშავებულან. უამინდობის შედეგად საფრთხე შეექმნა 5 მოქალაქეს, რომლებიც მდინარე ჭოროხიდან ინერტულ მასალას იღებდნენ.

ამავე კატეგორიაში