მადრიდის კლუბები ნახევარფინალშია | მიმოხილვა

19 აპრილი 2017, 00:00 2353 ნახვა

გუშინ ევროპული ელ კლასიკო გაიმართა. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებითი თამაში გაიმართა ბერნაბეუზე, მადრიდის რეალსა და მიუნხენის ბაიერნს შორის. ძირითადი დრო 1-2 დამთავრდა და თამაში დამატებით დროში გადავიდა. დამატებულ დროში კი მადრიდელებმა 3 ბურთი გაუტანეს და ნახევარფინალის საგზურიც მოიპოვეს. ორი მატჩის ჯამში 6-3 დაამარცხეს მიუნხენელები. 

რეალის ფორვარდმა რონალდომ კი ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში 100 გოლი მოაგროვა.  

მეორე მადრიდულმა გუნდმა კი ინგლისში გასვლაზე ლესტერთან 1-1 ითამაშა და ორი მატჩის ჯამში 2-1 დაამარცხა.

ბაკურ ფარტენაძე
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში