"მოზარდები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ"

19 აპრილი 2017, 00:00 3052 ნახვა

"მოზარდები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ" – თემისადმი   ბათუმელმა სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი განწყობა ვიდეორგოლების საშუალებით გადმოსცეს. ოჯახში ძალადობის თემაზე ფილმები რვა საჯარო სკოლის აღსაზრდელებმა, კონკურსის ფარგლებში მოამზადეს.

ვიდეორგოლებში ოჯახში მამაკაცის მხრიდან ქალზე ძალადობის თემატიკა სჭარბობს. მოზარდები მიიჩნევენ, რომ ოჯახში ძალადობა, ყველაზე ხშირად, ნასვამი მამაკაცის მხრიდან ცოლზე განხორციელებულ ზეწოლაში გამოიხატება. კონკურსი - "მოზარდები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ" საქართველოს პროკურატურამ გამოაცხადა და მასში საქართველოს ყველა საჯარო სკოლაა ჩართული.

ბათუმში მოკლე ფილმების ჩვენება იუსტიციის სახლში გაიმართა. გამარჯვებულები სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა. პირველი ადგილის მფლობელი ბათუმის მეორე საჯარო სკოლა გახდა, მეორე ადგილზე მეცამეტე საჯარო სკოლა გავიდა, მესამე ადგილი კი მეცხრე და მეთოთხმეტე სკოლებს ერგოთ. 

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში