საგარეო საქმეთა სამინისტრო ლავროვის ვიზიტზე

18 აპრილი 2017, 00:00 2100 ნახვა

ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩასვლას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების „უხეშ დარღვევად“ აფასებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. აღნიშნული წარმოადგენს მოსკოვის პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებას საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც მიზნად ისახავს ეთნიკური წმენდისა და სამხედრო ოკუპაციის მეშვეობით სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალადობრივი ცვლილების დაკანონებას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებების პრაქტიკა, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

ამავე კატეგორიაში