წმინდა ცეცხლის გადმოსვლა

15 აპრილი 2017, 00:00 5865 ნახვა

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმიდა ცეცხლი გადმოვიდა. საფლავთან შეკრებილი მრევლისთვის წმიდა ცეცხლი, რომლის გარდამოსვლასაც მორწმუნენი დღეს დილიდან ელოლოდნენ, იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილე III გამოიტანა. ​მორწმუნეეები ცეცხლს ერთმანეთს უნაწილებენ.

იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი უფლის საფლავზე შევიდა და თბილისის დროით 15:18 სთ საფლავი დაიხურა. მანამდე პატრიარქი სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებმა საგულდაგულოდ გაჩხრიკეს. მათ შორის იყვნენ ებრაული პოლიციის წარმომადგენლები.

მანამდე საფლავის გარშემო იერუსალიმის პატრიარქმა და სასულიერო პირებმა ლიტანიობით სამჯერ შემოიარეს. ზეციური ცეცხლი საფლავზე ზუსტად 15:22სთ გადმოვიდა. წმიდა ცეცხლის გადმოსვლისთვის, აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ. მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდანაც. მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა.

ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა. გადმოცემით, სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა კურთხევა გასცა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი