ე.წ. ჩასარიცხი აპარატის გაქურდვის ფაქტზე 35 წლამდე მამაკაცი დააკავეს

15 აპრილი 2017, 00:00 5523 ნახვა

 ბათუმში ე.წ. ჩასარიცხი აპარატის გაქურდვის ფაქტზე 35 წლამდე მამაკაცი დააკავეს.  შემთხვევა მელიქიშვილისა და მ. აბაშიძის გამზირის კვეთასთან მოხდა. ეჭვმიტანილი ღამის 2 საათსა და 30 წუთზე, 6 მაისის პარკთან, აჭარის პოლიციის სამმართველოს კრიმინალური განყოფილების სამსახურის წარმომადგენლებმა აიყვანეს.  ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ადასტურებენ. 

თვითმხილველების განცხადებით, აყვანის ოპერაცია ხმაურიანი იყო და მასში ათეულობით პოლიციელი მონაწილეობდა. 

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 19-177 მუხლით აღიძრა. 35 წლის მამაკაცი  წინასწარ დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. 

 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი