ნაგავსაყრელებად ქცეული მდინარეები

14 აპრილი 2017, 00:00 3891 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში, სოფელის მაცხოვრებლები ურნების ნაცვლად სანაგვედ მდინარეებსა და ჩიხებს იყენებენ. 

სოფლად მაცხოვრებლები ამბობენ, რომ სხვა ალტერნატივა არ აქვთ, რადგან  სოფლებში არც ურნები აქვთ და ტერიტორიის არც ნარჩენებისგან გათავისუფლება ხდება. 

ეს ფოტოები ხულოში, სოფელ იაკონაძეებშია გადაღებული. იაკონაძეების გარდა, ხულოსა და შუახევში 60 ზე მეტი კუსტარული ნაგავსაყრელი არსებობს, რადგან მუნიციპალიტეტებში არ არსებობს ოფიციალური ნაგავსაყრელი. 

დღეისთვის საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა მხოლოდ მუნიციპალიტეტების ცენტრებიდან ხდება.

სოფელ იაკონიძეების ნაგავსაყრელი. ფოტო: სოფო შავაძე

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში