რატომ არ დაუჭირეს ხულოში დეპუტატებმა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მხარი

13 აპრილი 2017, 00:00 2163 ნახვა

2017  წლის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, ხულოს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე,     დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს. საკრებულოს წევრების განცხადებით, საკითხი სათანადოდ მომზადებული არ იყო. შეთანხმდნენ,  რომ მიმდინარე წლის პროექტებზე სამუშაო ჯგუფი მომდევნო კვირაში კიდევ ერთხელ იმსჯელებს. დეპუტატების გადაწყვეტილებას  უსაფუძვლოს უწოდებს  გამგებლის მოადგილე.  ლაშა ბოლქვაძის განცხადებით,  საკრებულოს წევრებს,  რამდენიმე პროექტისთვის მხარი იმიტომ უნდა დაეჭირათ, რომ   სამუშაოები დროულად დაწყებულიყო. წელს ხულოში, 11 პროექტის განსახორციელებლად, სამნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება.    დეპუტატებმა სესიაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.

ამავე კატეგორიაში