როდის აშენდება ბათუმში მეჩეთი

12 აპრილი 2017, 00:00 7914 ნახვა

ბათუმში ახალი მეჩეთი აშენდება. “ქართველ მუსლიმთა კავშირის” ხელმძღვანელის ტარიელ ნაკაიძის განცხადებით, მუსლიმებსა და მთავრობას შორის მოლაპარაკება შედგა და უახლოეს პერიოდში პროექტს მერიას წარუდგენენ. ნებართვის მიღების შემთხვევაში, მშენებლობა წელს დაიწყება. მერიაში კომენტარს არ აკეთებენ. მოლაპარაკების მიმდინარეობას ადასტურებს მთავრობის თავმჯდომარე. შეგახსენებთ, მეჩეთის აშენების საკითხი წლებია განხილვის საგანია.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში