საკონსტიტუციო კომისიის სხდომა

12 აპრილი 2017, 00:00 1815 ნახვა

საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფები შეხვედრებს მართავს. უნდა განიხილონ მუხლები, რომლებიც სასამართლო ხელისუფლებას შეეხება. დღეს ერთ-ერთი მთავრი თემა ქორწინების დეფინიციაა. ქორწინება როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ეს დეფინიცია ემატება კონსტიტუციაში უკვე არსებულს ჩანაწერს. არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი შესწორებულ ვარიანტს ემხრობა, და აცხადებენ, რომ  ეს საზოგადოების დაკვეთაა.   ამავე თემაზე მესამე სექტორის მოთხოვნაც არსებობს,  კერძოდ, არასამთავრობოები სამოქალაქო პარტნიორობის დაშვებას ითხოვენ და განმარტავენ, რომ ეს  კონსტიტუციით უნდა იყოს განსაზღვრული. რაც შეეხება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კომისიის წევრები მხრიდან კომისიის დატოვებას, ისინი სამუშაო ჯგუფის მუშაობის დასრულებას ელოდებიან ხვალ პრეზიდენტის არჩევის წესზე მსჯელობა იმსჯელებენ. 

ამავე კატეგორიაში