ნაგავსაყრელის მშენებლობა მოსახლეობასთან შეთანხმების შემდეგ დაიწყება

11 აპრილი 2017, 00:00 2172 ნახვა

"მოსახლეობასთან შეთანხმებამდე ქობულეთში ნაგავსაყრელი არ აშენდება" - ეს განცხადება  აჭარის ფინანსთა და ეკონიმიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ ოთხი სოფლის მცხოვრებლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მინისტრის თქმით, აუცილებლად გადაიხედება ცეცხლაურისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებს კომპენსაციის საკითხიც, თუმცა რამაზ ბოლქავაძე პირობას არ დებს რომ კომპენსაციის რაოდენობა აუცილებლად შეიცვლება.

ქობულეთში, სოფელ მუხაესტატეში ოთხი სოფლის მცხოვრებლები დილიდან იყვნენ შეკრებილები. ისინი ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის მიღებულ კომპენსაციას აპროტესტებდნენ. ადგილობრივები დამატებით თანხას ითხოვენ, რადგან ფიქრობენ, რომ მათ მიერ სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობილი ნაკვეთები გაცილები ძვირია, ვიდრე სახელმწიფომ გადაუხადა კომპენსაციის სახით.

 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში