პირადობის მოწმობა უფასოდ

11 აპრილი 2017, 00:00 2549 ნახვა

პირადობის მოწმობების უფასოდ გაცემის აქცია 29 აპრილამდე გაგრძელდება. ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ მიღება შეეძლებათ პირებს 18 წლის ასაკიდან, რომლებიც არ ფლობენ ახალ მოწმობებს და პირველად იღებენ. აქციით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს. აქციის ფარგლებში, დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდებიან ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში