გივი   ბერიკაშვილი   გარდაიცვალა 

10 აპრილი 2017, 00:00 2505 ნახვა

83 წლის ასაკში, ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი  გარდაიცვალა. ცნობილი ქართველი მსახიობი, საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

გივი ბერიკაშვილი 1933 წლის 12 მაისს, გურჯაანში, სოფელ კოლაგში დაიბადა. 1956 წელს საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა. სხვადასხვა დროს რუსთავის, სოხუმისა და კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრებში მუშაობდა. საქართველოს სახალხო არტისტი, კოტე მარჯანიშვილისა და იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიების ლაურეატი იყო.

ამავე კატეგორიაში