თურქეთში ავარიის შედეგად დაშავებული 2 მოქალაქის მდგომარეობა კრიტიკულია

10 აპრილი 2017, 00:00 2034 ნახვა

ერთი გარდაცვლილი და 5 დაშავებული. ავტო საგზაო შემთხვევა გუშინ, თურქეთის დროით 3 საათზე, რიზეს ტრასაზე მოხდა. მიკროავტობუსი, რომელსაც საქართველოს მოქალაქე მართავდა, სახანძრო დახმარების მანქანას დაეჯახა. ამ დროისთვის ორ დაშავაბულს ოპერაცია ჩაუტარდა, ორის მდგომარეობა კი,  ტრაპიზონის კოსულის თქმით, კრიტიკულია.  დაშავებულები გენერალურმა კონსულმა ავთანდილ მიქაცაძემ და შუახევის გამგებლის მოადგილე ზვიად დიასამიძემ გუშინვე მოინახულეს. გარდაცვლილი  გუშინ  შუახევში გადაასვენეს. დაშავებულები  შუახევის მკვიდრები არიან.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში