ლიფტის შეკეთებისას დაშავებული ადამიანი გარდაიცვალა

07 აპრილი 2017, 00:00 2910 ნახვა

გარდაცვალების კიდევ ერთი ფაქტი სამუშაო მოვალეობის შესრულებისას.  სასტუმრო “სანაპიროს” ლიფტის შახტაში ხელოსანი ჩავარდა. მამაკაცი მრავლობითი მოტეხილობით, ბათუმის “რეფერალურ” საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

სამედიცინო დაწესებულებაში სხვა  კომენტარს არ აკეთებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლითაა აღძრული, რაც სამთო-სამშენებლო, ან სხვა სამუშაოს შესრულებისას წესების დარღვევას გულისხმობს. ვცდილობთ დამატებითი ინფორმაციის მოძიებას, ასევე სასტუმროს ადმინისტრაციის პოზიციის გაგებას. 

ნუცა ჩხაიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი