სამუშაოს შესრულების დროს მუშა დაიღუპა

07 აპრილი 2017, 00:00 4515 ნახვა

გარდაცვალების კიდევ ერთი ფაქტი სამუშაო მოვალეობის შესრულებისას. სასტუმრო “სანაპიროს” ლიფტის შახტაში ხელოსანი ჩავარდა. მამაკაცი მრავლობითი მოტეხილობით, ბათუმის “რეფერალურ” საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

სამედიცინო დაწესებულებაში სხვა კომენტარს არ აკეთებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლითაა აღძრული, რაც სამთო-სამშენებლო, ან სხვა სამუშაოს შესრულებისას წესების დარღვევას გულისხმობს. ვცდილობთ დამატებითი ინფორმაციის მოძიებას, ასევე სასტუმროს ადმინისტრაციის პოზიციის გაგებას. 

ამავე კატეგორიაში