ხვალიდან საქართველოს ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება

07 აპრილი 2017, 00:00 3704 ნახვა

ხვალიდან საქართველოს ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება. ხვალ დღის ბოლოდან  ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშნევლოვანი დაცემა.  მოსალოდნელია წვიმა,მთაში თოვლი, ზოგან დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება, ზღვაზე კი 4-5 ბალიანი შტორმი.

9-10 აპრილს, საქართველოს დიდ და საშუალო მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება,ძირითადად დასავლეთ საქართველოში. მოსალოდნელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები აღინიშნოს.

ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მეწყრული პროცესები და ღვარცოფის გააქტიურება გამოიწვიოს.

ამავე კატეგორიაში