საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

07 აპრილი 2017, 00:00 1383 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლომ ორგანული კანონის შესახებ სარჩელი არ დააკმაყოფილა. დავის საგანს  წარმოადგენდა მოსამართლეთა  თანამდებობაზე განმწესების შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს  გადაწყვეტლების  დასაბუთების მოთხოვნა.

მოსარჩელის თქმით, არსებული ნორმა არ იძლეოდა მოსამართლეთა განმწესებაზე უარის თქმის შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტლების  გასაჩივრების შესაძლებლობას. საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ  მიმდინარე წელს  კანონმდებლობაში განხორციელდა ცვლილებები და ორგანულ კანონში დაემატა რიგი დებულება, რომელიც ითვალისწინებს როგორც  მოსამართლეთა განმწესებაზე უარის თქმის  გასაჩივრებისა და  განმწესებლის დასაბუთების მოთხოვნაზე უარის თქმის შესაძლებლობას.

გადაწყვეტილებას თან დაერთო პლენუმის 3 მოსამართლის განსხვავებული აზრი, რომელიც  მაია კოპალეიშვილმა, ირინა იმერლიშვილმა და გიორგი კვერენჩხილაძემ  გამოთქვეს. 

ამავე კატეგორიაში