პრეზიდენტს პარლამენტში ხვალ მოუსმენენ

06 აპრილი 2017, 00:00 2624 ნახვა

არჩევნები და პრეზიდენტის არჩევის წესი იქნება სავარაუდოდ ერთ-ერთი სადისკუსიო თემა ხვალ პარლამენტში. გიორგი მარგველაშვილი  პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს,  საკონსტიტუციო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებული უთანხმოების შემდეგ,  პირველად შეხვდება. არსებობს მოლოდინი, რომ პრეზიდენტი კრიტიკული იქნება რამდენიმე საკითხთან მიმართებით.

მარგველაშვილის გამოსვლას ინტერესით ელოდებიან როგორც მმართველ გუნდში, ასევე ოპოზიციაში.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში