ველობილიკების შეღებვა

25 მაისი 2016, 00:00 4021 ნახვა

საკურორტო სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით ბათუმში კეთილმოწყობითი სამუშაოები ტარდება. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს წარმომადგენლები ქალაქის მასშტაბით საგზაო მონიშვნებსა და ველობილიკებს ანახლებენ. სამუშაოები ამჟამად ჭავჭავაძისა და 26 მაისის ქუჩებზე მიმდინარეობს. პროცესი ივნისის ბოლომდე გაგრძელდება და მთელ ქალაქს მოიცავს. 

ამავე კატეგორიაში