ევროპარლამენტმა უკრაინის მოქალაქეებისთვის ვიზების ლიბერალიზაციას მხარი დაუჭირა

06 აპრილი 2017, 00:00 2567 ნახვა

ევროპარლამენტმა უკრაინის მოქალაქეებისათვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მინიჭებას  დაუჭირა მხარი. გადაწყვეტილებას 521 მომხრე და  75 წინააღმდეგი ყავდა, 36-მა კი თავი შეიკავა.  დღევანდელი კენჭისყრის შემდეგ, უკრაინისათვის ვიზალიბერალიზაციის საკითხი ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს. უკრაინისათვის უვიზო რეჟიმი, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში ამოქმედდება. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანამ ვიზალიბერალიზაციის გეგმის 114-ე პუნქტი შეასრულა. პოროშენკომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას ერთობლივი მძიმე მუშაობის შედეგი და გამარჯვება უწოდა.

ამავე კატეგორიაში