მერაბ ღოღობერიძე საპატრულო პოლიციის უფროსს ცრუ ჩვენების მიცემაში ადანაშაულებს

06 აპრილი 2017, 00:00 3608 ნახვა

"კორუფციასთან ბრძოლის საინფროამციო ცენტრის" ხელმძღვანელი, მერაბ ღოღობერიძე აჭარის მთავარ სამმართველოში იკითხება. ღოღობერიძე დაკითხვამდე, აჭარის მაუწყებელთან საუბარში აცხადებდა, რომ ძალოვან უწყებას დამატებით მტკიცებულებებს წარუდგენს. მისი თქმით, 11-12 მარტის მოვლნებთან დაკავშირებით, დაკითხულმა საპატრულო პოლიციის უფროსმა კახა ბუხრაძემ ცრუ ჩვენება მისცა. 
მერაბ ღოღობერიძე უარყოფს, რომ იგი საპატრულო პოლიციის უფროსს მხოლოდ იმიტომ შეხვდა, რომ სარფის საბაჟოზე ტრაილერების ურიგოდ გატარებას ითხოვდა. 
ღოღობრიძე ასაჯაროვებს პირად მიმოწერას ბუხრაძესთან და ამბობს, რომ ახალი დეტალების მიწოდება გამოძიებას მნიშვნელოვნად დაეხმარება.  შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.

 

ამავე კატეგორიაში