კოლხური ბზის გადასარჩენად

05 აპრილი 2017, 00:00 2951 ნახვა

წითელ წიგნში შეტანილი ძვირფასმერქნიანი კოლხური ბზა გადაშენების პირასაა. დაავადება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯოჭოში არსებულ ბზის ტყეში დაახლოებით 5 წლის წინ დაფიქსირდა. იყო საპარლამენტო განხილვები, შეიქმნა კომისიები, მიმდინარეობს შეწამვლა, თუმცა ფაქტია, რომ დაავადება არ გამქრალა და ხეები ხმობას განაგრძობს. ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად საფრთხის წინაშეა მცენარის სხვა სახეობებიც. გარემოს დაცვის სამინისტრო და საპატრიარქო მოქალაქეებს მოუწოდებენ არ მოჭრან ბზა.

ლაშა ველიაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში