ბიუროს სხდომა

04 აპრილი 2017, 00:00 2247 ნახვა

ბიუროს სხდომაზე ხმაური მოჰყვა ელგუჯა ბაგრატიონის განცხადებას. ოპოზიციის წარმომადგენლებმა აჭარიდან გურიაში ხეების გადარგვის სამუშაოების დროს დაზიანებულ ინფრასტრუქტურასა და ხეების გაჩეხვის ფაქტებზე ისაუბრა და კოლეგებს რეაგირებისკენ მოუწოდა. ელგუჯა ბაგრატიონმა კონკრეტული მაგალითი დაასახელა, სადაც მისი ინფორმაციით,  ქარსაცავ ზოლში, 50 ძირი ნაძვი იმისთვის გაიჩეხა, რომ ტერიტორიიდან ხე დენდროლოგიურ პარკში გადაიტანონ. უმაღლესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშაოებს კერძო კომპანია აწარმოებს. აქ სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ, პირად საუბარში კი განმარტეს, რომ გზა ხის ტრანსპორტირებისთვის გაყავთ. ოპოზიციონერი დეპუტატის ბრალდებებს უმრავლესობაში უპასუხეს და აღნიშნეს რომ მსგავსი ტიპის საკითხები უმაღლესი საბჭოს კომპეტენციას ცდება. ხეების გადატანასთან დაკავშირებით, კომენტარი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემაც გააკეთა.  

ამავე კატეგორიაში