ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი

02 აპრილი 2017, 00:00 2085 ნახვა

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის  ეროვნული ლიგის IV ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა დღეს გაიმართება. 15 საათზე სამტრედია თბილისის დინამოს უმასპინძლებს, ამ დროისთვის მოქმედი ჩემპიონი სამტრედია მე-6 ადგილს იკავებს თბილისის დინამო კი 3 ქულით მე-9 პოზიციაზეა. 17 საათსა და 30 წუთზე დაიწყება საჩხერის ჩიხურასა და დინამო ბათუმის შეხვედრა. ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი "ჩიხურა" თავის საშინაო მატჩებს, ჯერჯერობით საკუთარ მოედანზე  ვერ ატარებს და მეტოქე გუნდის მასპინძლობა ზესტაფონის სატდიონზე უწევს. ჩიხურა ამ დროისთვის წაუგებელი სერიით მეორე ადგილს იკავებს, ბათუმის დინამო კი ერთი მოგებით 8 პოზიციაზეა.

ამავე კატეგორიაში