უჩა ნანუაშვილი ბათუმის მოვლენებზე

01 აპრილი 2017, 00:00 2271 ნახვა

11-12 მარტის აქციას სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ეხმაურება. უჩა ნანუაშვილმა თქვა, რომ  სამართალდამცველთა რეაგირება 11-12 მარტის მოვლენების დროს დაგვიანებული იყო. ომბუდსმენი აცხადებს, რომ ბათუმის საპროტესტო აქცია  მალევე გადაიზარდა დაპირისპირებაში, რომელსაც შედეგად ძალადობა, ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანება და ქონების განადგურება მოჰყვა, რაც მისი თქმით,  სცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს. ამ და სხვა დეტალებზე ომბუდსმენმა დღეს 2016 წლის ანგარიშზე ისაუბრა, რომელიც   ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ არსებულ ვითარებას ასახავს.

ამავე კატეგორიაში