სახალხო დამცველის ანგარიში

01 აპრილი 2017, 00:00 2731 ნახვა

სახალხო დამცველის ამავე ანგარიშში ასევე საუბარია ე.წ-ლი ,,ციანიდის საქმეზეც”. უჩა ნანუაშვილის თქმით, პროკურატურის მიერ დაცვის მხარისთვის გაუთქმელობის პირობის ჩამორთმევა, მხარეთა თანასწორობის უფლების დარღვევად უნდა შეფასდეს. გარდა ამიას დოკუმენტში საუბარია პოლიციის მიერ დაკავებისას ძალის გადამეტების ფაქტებზე. უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ სამართალდამცველების მხრიდან დაკავების შემდეგ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, დაკავებული პირის მიერ პროცედურული უფლებებით არაჯეროვნად სარგებლობა და სხეულის დაზიანებების არასრულყოფილი დოკუმენტირება კვლავ გამოწვევად რჩება პოლიციის სისტემისათვის.  ომბუდსმენი ფიქრობს, რომ პოლიციის თანამშრომელთა საქმიანობაზე მკაცრი კონტროლი  უნდა დაწესდეს.  მისივე თქმით, წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის დანაშაულების გამოძიების და დამნაშავე პირთა პასუხისგებაში მიცემის კუთხით, პროკურატურის საქმიანობა კვლავ არაეფექტურია. სახალხო დამცველი ამბობს, რომ 2016 წელს პოლიციელების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტები სჭარბობდა პენიტენციურ სისტემებშიც.  მისივე განცხადებით, კვლავ პრობლემად დარჩა პირთა თანხმობის გარეშე პოლიციის ავტომობილში ან პოლიციის განყოფილებაში „გასაუბრების“ მანკიერი პრაქტიკა. 

ამავე კატეგორიაში