ნატო - საქართველო

29 მარტი 2017, 00:00 2050 ნახვა

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სამუშაო შეხვედრები  მიმდინარეობს. ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნის 200-მდე ექსპერტი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, კრიზისების მართვის საბჭოსა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად არსებითი პაკეტის 15 ინიციატივით გათვალისწინებული თავდაცვისა და უსაფრთხოების პრიორიტეტების სინქრონიზაციაზე მსჯელობენ.

სამუშაო შეხვედრა პირველად იმართება. ღონისძიების მთავარი მიზანია ნატოს-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივების სამოქმედო გეგმის თანხვედრაში მოყვანა საქართველოს თავდაცვის სფეროს ეროვნული სტრატეგიების სამოქმედო გეგმებთან. სემინარი ნატოსა და საქართველოს მიერ ერთობლივად დაიგეგმა და ხორციელდება, მის ორგანიზებაში ასევე, ჩართულია ბულგარეთის საელჩო, რომელიც საქართველოში ნატოს საკონტაქტო საელჩოა.ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სამდღიანი სამუშაო შეხვედრა ხვალ, წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში შემაჯამებელი შეხვედრით დასრულდება.

ამავე კატეგორიაში