პრეზიდენტი ოფიციალურ შეხვედრებს მართავს

24 მაისი 2016, 00:00 3653 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი სტამბოლში ჰუმანიტარული სამიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. გიორგი მარგველაშვილი ტუნისის მთავრობის ხელმძღვანელს ჰაბიბ ესიდის შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს. საუბარი შეეხო ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობას, ასევე ტურიზმის განვითარების პერსპექტივებს. შეხვედრა გაიმართა ნიგერის პრეზიდენტთანაც. მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს, საუბარი შეეხო ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობას.

ამავე კატეგორიაში