სამედიცინო კონფერენცია

24 მაისი 2016, 00:00 4835 ნახვა

დიაბეტისა და დიაბეტური ტერფის აქტუალურ საკითხებზე ბათუმის ენდოკრინოლოგიურ ცენტრში სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობს. მასში მონაწილეობას “ველფეარ  ფაუნდეიშენისა” და დიაბეტის მსოფლიო ფონდის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას ღებულობენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯამრთელობის ეროვნული ცენტრი, ასევე დიაბეტის ეროვნული ცენტრის ექსპერტები. კონფერენციის მიზანია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, დიაბეტის გამომწვევი ფაქტორების დადგენა და პრევენცია. დღესვე ევროპის მოედანზე მობილური ლაბორატორიების მეშვეობით დიაბეტის დასადგენად ექიმები 16-დან 18 საათამდე უფასო გამოკვლევებს ჩაატარებენ.

ამავე კატეგორიაში