პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა

24 მაისი 2016, 00:00 4200 ნახვა

,,საქართველო განაგრძობს ძალისხმევას, შექმნას პირობები აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებიდან დევნილთა ნებაყოფლობითი და ღირსეული დაბრუნებისათვის”- საქართველოს პრეზიდენტი მსოფლიოს ჰუმანიტარული სამიტის ფარგლებში მეორე მრგვალ მაგიდაზე სიტყვით გამოვიდა. გიორგი მარგველაშვილმა დევნილებთან მიმართებაში საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებზე გაამახვილა ყურადღება. ქვეყნის პირველი პირის განცხადებით დევნილები თავიანთ საცხოვრებელ ადგილებს მშვიდობიანად და ღირსეულად უნდა დაუბრუნდნენ. მისი განცხადებით, საქართველომ უკვე მიიღო 3  ათას 500-მდე თავშესაფართა მაძიებელი: ერაყიდან, უკრაინიდან, სირიიდან, ნიგერიიდან, კოტ დივუარიდან, სომალიდან - მიმდინარე ლტოლვილთა კრიზისის შედეგად. 

ამავე კატეგორიაში