ახალი მეწყრული კერა ჩანჩხალოში

25 მარტი 2017, 00:00 2400 ნახვა

ახალი მეწყრული კერები სოფელ ჩანჩხალოში. ჩანჩხალოელები "შუახევი ჰესის" მშენებლობის შედეგად მიყენებული ზიანის შესწავლასთან ერთად, სამართლიანი კომპენსაციების მიღებას ითხოვენ. ამ მიზნით 30-მდე ჩანჩხალოელი შუახევის გამგეობის ეზოში შეიკრიბა და ხელისუფლებას რამდენიმე დღიანი ვადა მისცეს. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ჩანჩხალოელები აქციების გამართვას მთავრობის სახლთან აანონსებენ. აქციის მონაწილეებს, შუახევის გამგებლის მოადგილემ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან გასაგზავნი წერილი გააცნო. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი