კერძო თუ სახელმწიფო ინტერესი

24 მარტი 2017, 00:00 2117 ნახვა

ბათუმის “საცხენოსნო კლუბი” ქალაქის მერიის ბალანსზეა, ტერიტორია კი, სადაც კლუბია განთავსებული აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის. როგორც ჩანს, ეს უწყება ამ მიწას ბათუმის მერიას არ უთმობს. სამინისტროში ამბობენ, რომ ტერიტორიაზე ავტობანი გადის, საპირისპიროს ამტკიცებენ მერიაში. ფაქტია, რომ  რეგიონში, ამ დარგის განვითარებისთვის ვერა და ვერ მოიძებნა ისეთი ადგილი, სადაც კლუბი საბოლოოდ დამკვიდრდება. ეს მაშინ, როცა პრობლემების მოგვარებაში დახმარებას, გასული წლის მიწურულს კლუბის ადმინისტრაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც დაჰპირდა. 

ლაშა ველიაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში