სასამართლომ განათლების სამინისტროს რომან დოლაბერიძის სამსახურში აღდგენა დაავალა

24 მარტი 2017, 00:00 3813 ნახვა

აჭარის განათლების სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა სასამართლო პროცესი მოუგო. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ რომან დოლაბერიძის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. სარეზოლუციო ნაწილის თანახმად განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დოლაბერიძე სამსახურში უნდა აღადგინოს და ნაცდური ხელფასი აუნაზღაუროს. დოლაბერიძე გასული წლის 13 მაისს უწყების  მაშინდელი მინისტრის ბრძანებით გაათავისუფლეს. მიზეზად კი სამინისტროს თანამშრომლების სამსახურში გამოცხადებასთან დაკავშირებით ინფორმაციის წაშლა დასახელდა. განათლების სამინისტრო მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას ზემდგომ ინსტაციაში აპირებს.  მინისტრის ყოფილი მოადგილე, კი ამბობს, რომ დოლაბერიძე საჯარო მოხელისათვის შეუფერებლად იქცეოდა.  ვლადიმერ მგალობლიშვილი არ უარყოფს, რომ მასსა და  დოლაბერიძის შორის  სიტყვიერი დაპირისპირება იყო.

ნუცა ჩხაიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში