თავდაცვის  სამინისტროს განცხადება 

23 მარტი 2017, 00:00 3575 ნახვა

ჯარისკაცის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.  " თავდაცვის სამინისტრო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უთანაგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს” - ნათქვამია განცხადებაში. უწყების ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას გულისხმობს. გამოძიებას თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.

ამავე კატეგორიაში