გარდაცვლილი   ჯარისკაცი 

23 მარტი 2017, 00:00 3775 ნახვა

ხულოში, დიოკნისში მცხოვრები 1998 წელს დაბადებული სამხედრო მოსამსახურე ბადრი შავაძე გორის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. გარდაცვლილი ჯარისკაცის ცხედარი სოფელში უკვე გადაასვენეს. სამხედრო მოსამსახურემ  მძიმე დაზიანებები  28 თებერვალს განწესში ყოფნის დროს, მასზე გაპიროვნებული იარაღის გასროლის შედეგად მიიღო. ოჯახის წევრების ინფორმაციით, შავაძე სავალდებულო ჯარში 2016 წლიდან სკოლის დასრულების შემდეგ მსახურობდა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში