კიდევ ერთი გარდაცვლილი მშენებლობაზე

22 მარტი 2017, 00:00 4241 ნახვა

გამოძიება დაიწყო, მიმდინარეობს, გაამართლეს ან დააჯარიმეს, - დაახლოებით ასეთია პასუხები და სამართლებრივი შედეგი, რაც მშენებლობაზე დასაქმებული მოქალაქეების დაშავებას, ან გარდაცვალებას ახლავს. პასუხისმგებლობას თითქმის ყველა მხარე იცილებს. მშენებელ კომპანიებში ირწმუნებიან,  რომ უსაფრთხოების ზომები დაცული აქვთ, ფაქტი კი შემდეგია - დაღუპულია ათობით მოქალაქე. სახელმწიფო ინვესტორზე ზრუნავს, ბიზნესმენი კი დასაქმებულის უსაფრთხოებას, როგორც ჩანს ,არც ისე კარგად იცავს. ვინ აიღებს პასუხისმგებლობას, გუშინ გარდაცვლილ მოქალაქეზე უცნობია, უცნობია ისიც თუ როდის დასრულდება დაწყებული გამოძიება. ეს მაშინ,  როცა  ქვეყანაში შრომითი ინსპექციის გამკაცრება და თავად შრომითი კოდექსის დახვეწა ევროკავშირის დირექტივაა

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში