სასამართლო  პროცესი 

22 მარტი 2017, 00:00 3205 ნახვა

11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ წესით დაკავებულთა სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა დღეს ბრალდებული  მამუკა ბერიძე, რის გამოც პროცესი კიდევ ერთხელ  გადაიდო. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ბერიძემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო პროცესზე დასწრება. თუმცა სამართალდამცავებს მიაჩნიათ, რომ ის პასუხისმგებლობას თავს არიდებს. ასევე, ბათუმში 11-12 მარტს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 6 პირზე იმსჯელა სასამართლომ, აქედან 3 პირი 100 ლარით, ორი კი 250 ლარით დაჯარიმდნენ, ერთის - ზაზა ცინცაძის საქმეზე კი არააკმარისი მტკიცებულებების გამო სამართალდარღვევის ფაქტზე წარმოება შეწყდა. ასევე საქმის წარმოება შეწყდა გიგია ჩხაიძეზე, რომელმაც ნივთმტკიცებად ვიდეო ჩანაწერები წარადგინა. ადმინისტრაციულ დავას ამჯერად გიგა ჩხაიძე იწყებს პოლიციელების წინააღმდეგ. ამბობს, რომ დაკავების დროს მან ფიზიკური დაზიანებები მიიღო. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ გამოძიება დაწყებულია. 

ამავე კატეგორიაში