ინციდენტის გამოძიება

21 მარტი 2017, 00:00 3851 ნახვა

ჯერ უცნობია, როდის და ვინ აუნაზღაურებს ქონებას მათ, ვისი ავტომობილებიც 12 მარტს ჯიხურში გამათბობლის აფეთქების  შედეგად  დაზიანდა. დაზარალებულები სატელევიზიო კომენტარზე უარს აცხადებენ, თუმცა პირად საუბრებში ამბობენ, რომ  გამოძიებამ მათი მდგომარეობა შეისწავლა და პასუხს თვის ბოლოს ელოდებიან. ერთ-ერთი დაზარალებულის ინფორმაციით, ისინი დაკითხეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს და დანიშნულია ექსპერტიზა. საქმე 124-ე მუხლით აღიძრა,რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. სხვა დეტალებზე ძალოვან უწყებაში   არ საუბრობენ. შეგახსენებთ, ფიროსმანის ქუჩაზე სავარაუდოდ წყლის გამაცხელებლის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. აფეთქების ხმაზე, როგორც თვითმხილველები ყვებიან, ხალხი შეიკრიბა, მათ შორის იყვნენ ახალგაზრდებიც, რომლებიც სამართალდამცავებს, მათი ვარაუდით 12 მარტის აქციის მონაწილეებში აერიათ. ადგილობრივების ინფორმაციით, პოლიციელებმა მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

ამავე კატეგორიაში