მერაბ ღოღობერიძეს დღეს დაკითხავენ

17 მარტი 2017, 00:00 3803 ნახვა

მერაბ ღოღობერიძეს დღეს, სავარაუდოთ დღის მეორე ნახევარში დაკითხავენ. არასამთავრობო ორგანიზაცია “კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელის დაკითხვა 11 მარტს ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაგრძელდება. ღოღობერიძე ამბობს, რომ გამოძიებამ თითქმის ამოწურა მასთან დაკავშირებით შეკითხვები, რომლებიც აქციაზე მიმდინარე პროცესების დეტალებს ეხებოდა. შეგახსენებთ, ღოღობერიძის დაკითხვა ორი დღის დაიწყო, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო.

ლაშა ველიაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში