ელგუჯა ბაგრატიონის მიმართვა შსს-ს

15 მარტი 2017, 00:00 3772 ნახვა

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები მთავარი სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიასთან დამონტაჟებული ვიდეოკამერებიდან მასალის ამოღებას ითხოვენ, სადაც დაფიქსირებულია ბათუმში 11-12 მარტს განვითარებული მოვლენები. ისინი ასევე მოითხოვენ, საქმეს მტკიცებულად დაერთოს ”აჭარის ტელევიზიის” მიერ გადაღებული ვიდეომასალები. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს 11-12 მარტს, ბათუმში განვითრებული მოვლენების ქრონოლოგია წარუდგინეს. ელგუჯა ბაგრატიონი აცხადებს, რომ ნაციონალური  მოძრაობა დაკავებულთა გათავისუფლებისა და მოსახლეობასთან მოლაპარაკებებში უმრავლესობის წევრებთან ერთად იყო ჩართული.

ლაშა ველიაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში