ნაციონალური მოძრაობის განცხადებაა

14 მარტი 2017, 00:00 2234 ნახვა

''ნაციონალური მოძრაობა'' ქართულ ოცნებას მათ საწინააღმდეგოდ საგამოძიებო პროცესების წარმართვაში ადანაშაულებს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი საგამოძიებო და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს უმაღლეს საბჭოში ხვდება, სადაც მათი ინფორმაციით საპროტესტო აქციის საქმეზე ჩვენებას ამზადებენ. ნაციონალური მოძრაობის წევრებს ამ ეჭვებს ის ფაქტი უმყარებთ რომ ისინი დღემდე არ დაუკითხავთ. უმცირესობის ფრაქცია ვიდეო მასალის ამოღებას ითხოვს და გარკვევას რატომ იმყოფებოდნენ გამომძიებლები და ქართული ოცნების აქტივისტები რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში.  გამოძიებით დაინტერესებისკენ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, სახალხო დამცველსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავენ. უმრავლესობის წარმომადგენელი ლადო მგალობლიშვილი ოპოზიციის ბრალდებებს ფანტაზიის ნაყოფს უწოდებს. ის ადასტურებს რომ გამომძიებლები იმყოფებოდნენ უმაღლეს საბჭოში, რისი მიზანიც დეპუტატების დაკითხვა იყო.  შსს საპასუხო განცხადება არ გაკეთებულა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში