შეიხა ბინთ ჰამად ალთჰანი აჭარაში სასტუმრო ბიზნესით დაინტერესდა

21 მაისი 2016, 00:00 3833 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ყატარის პრინცესას,  შეიხა ბინთ ჰამად ალთჰანის შეხვდა. შეიხა აჭარაში მსოფლიო საბრძოლო ხელოვნების ფესტივალის საპატიო სტუმრის რანგში ჩამოვიდა. შეხვედრისას არჩილ ხაბაძე სტუმარს რეგიონის კულტურულ, ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალზე ესაუბრა.   შეიხა ალთჰანი აჭარაში სასტუმრო ბიზნესით დაინტერესდა და გამოთქვა სურვილი სამომავლოდ ამ კუთხით ინვესტიცის განხორციელებაზე. ასევე რეგიონის მთავრობას შესთავაზა 2018 წლის ბავშვთა მსოფლიო საფეხბურთო ოლიმპიადის  ბათუმში ჩატარება. ამისათვის კი მომავალ წელს რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლები მონაკოში  მიიწვია, სადაც შეიხა ალთჰანის პატრონაჟით ტრადიციული ყოველწლიური ჩემპიონატი უნდა გაიმართოს. შეიხა ბინთ ჰამად ალთჰანი არის გაეროს მშვიდობის ელჩი და მისი მისიაა სხვადასხვა ქვეყნებში სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების ჩართულობა სპორტულ სახეობებში.  

ამავე კატეგორიაში