მთავარ პროკურატურასთან ”თავისუფალი დემოკრატების” აქცია გაიმართა

21 მაისი 2016, 00:00 2929 ნახვა

საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ”თავისუფალი დემოკრატების” ორგანიზებული აქცია გაიმართა. შეკრებილები ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების დამნაშავედ ცნობას აპროტესტებდნენ. აქციას პარტიის მხარდამჭერები საქართველოს რეგიონებიდანაც შეუერთდნენ. როგორც აქციაზე გახდა ცნობილი, ”თავისუფალი დემოკრატები” ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ და პრეზიდენტს პეტიციით მიმართავენ, ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულები შეიწყალოს, - ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა. მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე აქციას ”ნაციონალური მოძრაობისა” და სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი