დისკუსია  საკონსტიტუციო ცვლილებებზე

10 მარტი 2017, 00:00 2333 ნახვა

გიორგი მარგველაშვილი დღეიდან საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვას იწყებს. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კონსტიტუცია საზოგადოების აქტიური ჩართულობით უნდა იწერებოდეს. დღეს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება კამპანიის პრეზენტაცია, თუ რა სახის ღონისძიებებს მოიცავს და რას გულისხმობს აღნიშნული პროცესი. პრეზენტაციაზე მიწვეული არიან ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, კონსტიტუციონალისტები, საკონსტიტუციო კომისიის წევრები, მედიის და საზოგადოების წარმომადგენლები.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი