საპატრიარქოს ტელევიზია ''ერთსულოვნების'' თანამშრომლების განცხადება

09 მარტი 2017, 00:00 2363 ნახვა

საპატრიარქოს ტელევიზია ''ერთსულოვნების'' თანამშრომლების განცხადება: ''მოგეხსენებათ, რომ დღეს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდა. მიუხედავად  ჩვენი გულისტკივილისა , ვასრულებთ მეუფე პეტრეს ლოცვა- კურთხევას  და  მხოლოდ ამ მოკრძალებული სახით გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას.  ამავე დროს გამოვთქვამთ უდიდეს პატივისცემასა და მადლიერებას მიტროპოლიტ  პეტრესადმი, რომელიც რვა წლის განმავლობაში ღირსეულად მართავდა ტელევიზიას . ტელეკომპანია  ,,ერთსულოვნება“ დღემდე ემსახურებოდა  სარწმუნოებრივ და  ეროვნულ  ფასეულობებს. იმედი გვაქვს, რომ ის შრომა და ღვაწლი, რაც მეუფემ ამ წლების განმავლობაში გასწია ტელევიზია „ერთსულოვნების“განვითარების საქმეში, მომავალში დაფასდება.  

უმორჩილესად ვთხოვთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, გაითვალისწინოს ტელეკომპანიის თითოეული თანამშრომლის უდიდესი სურვილი და  საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ დირექტორის თანამდებობაზე დატოვოს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე.''

ამავე კატეგორიაში