გონიოს  მიწები -  დავა  სასამართლოში

07 მარტი 2017, 00:00 3788 ნახვა

2 საათზე მეტია ბათუმის საქალაქო სასამართლო ბათუმის საკრებულოს წინააღმდეგ გონიოში მცხოვრები 60 მოქალაქის სარჩელს განიხილავს. ისინი საკრებულოს მიწის საკუთრების აღიარების კომისიის 27 ივნისის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ოქმი. თუმცა მოდავე ოჯახებს, რომლებსაც საქმე სასამრთლოში უკვე ჰქონდათ და არსებობს გადაწყვეტილება, გაბათილების ოქმი არ შეხებია.  2010 წელს ამ ოქმით გონიოში 271 ოჯახს ის მიწის ნაკვეთები ჩამოართვეს, რომელიც 2007 წელს წინასაარჩევნოდ დაურეგისტრირეს. გონიოელების ინტერესებს სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ იცავს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში