სკვერიდან ყვავილები მოიპარეს

20 მაისი 2016, 00:00 5336 ნახვა

ერთწლოვანი და მრავალწლოვანი მცენარეების ქურდობის ფაქტი ბათუმში. გამწვანების სამსახურის წარმომადგენელთა განცხადებით გოგებაშვილის ქუჩაზე, საოცრებათა მოედანთან, ერას მოედანზე და ვარდების სკვერში მცენარეთა მოპარვის ფაქტები დაფიქსირდა. უწყებამ მოქალაქეებს მოუწოდებს გამოიჩინონ გულისხმიერება და ყვავილები არ მოიპარონ. მომხდართან დაკავშირებით მოკვლევას უკვე აწარმოებს ადგილობრივი პოლიცია. 

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში